LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გირგვლიანის მკვლელი მე გავუშვი ციხეში 7 წლით, მაგრამ ის ყოფილმა ხელისუფლებამ შეიწყალა-ლევან მურუსიძე

Untitled

გირგვლიანის მკვლელი მე გავუშვი ციხეში 7 წლით, მაგრამ ის ყოფილმა ხელისუფლებამ შეიწყალა, – ამის შესახებ მოსამართლე ლევან მურუსიძემ სასტუმრო „რედისონის“ წინ მიმდინარე აქციაზე უფლებადამცველ ირაკლი კაკაბაძესთან საუბრისას განაცხადა.

ირაკლი კაკაბაძე ლევან მურუსიძესთან მაშინ მივიდა, როდესაც მოსამართლე სასტუმროში სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე შედიოდა. აქციის მონაწილებმა ლევან მურუსიძე შეძახილებით შეაცილეს შენობაში და მოითხოვეს, მან უარი თქვას სამოსამართლეო საქმიანობაზე, რადგან აქციის მონაწილეთა განცხადებით, მურუსიძეს მისი წარსული საქმიანობიდან გამომდინარე ამის მორალური უფლება არ აქვს.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძისხელმძღვანელობით სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ მიმდინარეობს შეხვედრა, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების დასახელების პროცედურასა და კრიტერიუმებზე მსჯელობენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g