LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Girls Just Want to Have Fun – 72 წლის სინდი ლუპერის შთამბეჭდავი პერფორმანსი – როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში წლევანდელი ლაურეატების გაწევრიანების ცერემონია გაიმართა

103
photo-collage.png (36)

8 ნოემბერს, როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში წლევანდელი ლაურეატების გაწევრიანების ოფიციალური ცერემონია გაიმართა. ცერემონია საიუბილეო იყო და ის მე-40-ედ ჩატარდა.

როკ-ენ-როლის დიდების დარბაზის ახალი წევრების სია ცნობილი, აპრილის ბოლოს გახდა. წელს ეს პატივი პერფორმერთა კატეგორიაში ისეთ შემსრულებლებსა და ბენდებს ხვდათ წილად, როგორებიც არიან: ჩაბი ჩეკერი, ჯო კოკერი, სინდი ლუპერი, The White Stripes, Bad Company, Outkast და Soundgarden.

აღსანიშნავია, რომ 45 წლიანი მუსიკალური კარიერის ფონზე, ჯო კოკერის კანდიდატურა როკ-ენ-როლის დიდების დარბაზის წევრობაზე პირველად განიხილეს. ის მუზეუმის წევრი, გარდაცვალებიდან 10 წლის შემდეგ გახდა.

დარბაზის კრიტერიუმებს ჯერ კიდევ 1986 წლიდან, პირველი ცერემონიის გამართვიდან აკმაყოფილებდა ჩაბი ჩეკერი, რომლის 1960 წლის სიმღერა – The Twist დღესაც პოპულარულია. ჩეკერი, რომელიც ახლა 84 წლისაა, აქამდე დარბაზის წევრობაზე ნომინირებულიც არ ყოფილა. დეკადების შემდეგ, მუსიკოსმა წელს დიდების დარბაზში დამსახურებული ადგილი მოიპოვა. 

ასევე პირველად განიხილეს კანდიდატურა წევრობაზე და 50 წლიანი კარიერის ფონზზე როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შევიდა ინგლისური სუპერჯგუფი – Bad Company.

სინდი ლუპერი და The White Stripes დარბაზში მეორე, ხოლო Soundgarden მესამე ნომინაციის შემდეგ შეიყვანეს.

წელს საერთო ჯამში თემატური კატეგორიის 14 პრეტენდენტი დასახელდა. მუზეუმში შესაყვანად ასევე ისეთი არტისტებისა და ბენდების კანდიდატურა განიხილებოდა, როგორებიც არიან: მერაია ქერიბილი აიდოლიThe Black CrowesJoy Division/New OrderManáOasis და Phish.

ეს პატივი კიდევ შვიდ შემსრულებელს ერგო დანარჩენი კატეგორიებიდან – Salt-N-Pepa-სა და გარდაცვალებიდან 22 წლის შემდეგ, უორენ ზევონს მუსიკალური გავლენის ჯილდო, პროდიუსერ, ტომ ბელის, გარდაცვალებიდან 31 წლის შემდეგ, პიანისტ-ორგანისტს, ნიკი ჰოპკინსსა და ბასისტ, კაროლ ქეის მუსიკალური დიდებულების ჯილდო მიანიჭეს.

აჰმეტ ერტეგანის პრიზი წელს პროდიუსერ, ლენი უორონკერს გადაეცა.

ღონისძიების მუსიკალურ ნაწილში მუზეუმის ახალ წევრებს პატივი დოჟა ქეთმა, ოლივია როდრიგომ, ტედი სუიმსმა და სხვებმა მიაგეს. პუბლიკის წინაშე თავიანთი შემოქმედების გამორჩეული ჰიტები თავად მუზეუმის ახალმა წევრებმაც შეასრულეს.

საღამოს ფავორიტ ნომრად სინდი ლუპერის ჰიტის – Girls Just Want to Have Fun პერფორმანსი იქცა, რომელიც ავრილ ლავინისა და Salt-N-Pepa-სა თანხლებით შედგა.

შეგახსენებთ, რომ როკ-ენ-როლის დიდების დარბაზი და მუზეუმი, განსაკუთრებით როკ ინდუსტრიაზე დიდი გავლენის მქონე მომღერლების, პროდიუსერების და მუსიკაში სხვა მნიშვნელოვანი ადამიანების ისტორიების შესანახად დაფუძნდა. დადგენილი წესის მიხედვით, დარბაზში მოსახვედრად, არტისტების კანდიდატურა სადებიუტო ნამუშევრის გამოსვლიდან, მინიმუმ 25 წლის შემდეგ განიხილება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები