გადაცემას „ღვინო, დუდუკი, ქალები“ ჯგუფი „იბერია“ ესტუმრა. ჯგუფმა მსმენელს ცოცხალი შესრულებაც შესთავაზა.
გაგვაცანით ჯგუფი „იბერია“..
მადლობა ლაშა, რომ მოგვიწვიე და შენი სტუმრები ვართ. „იბერიის“ წევრები არიან: ავთო ოტრაბახიძე, ვახო ჩიფჩიური, გიგა სოზიაშვილი, გიორგი ჯეირანაშვილი, ლევან გულბათაშვილი და ბექა წულაია.
ხშირად გიწევთ სუფრასთან ყოფნა და რომელ სასმელს ეტანებით ხოლმე?
დიახ, ხშირად გვიწევს. გვიყვარს რქაწითელის ღვინოც, ატმის არაყიც…
ნაბახუსევზე როგორ ხართ ხოლმე?
გირტყამს ეს პატარა კაცუნა დილიდან, გირტყამს… მიუხედავად იმისა, ამბობენ, რომ სუფთა ღვინოს თუ დალევ მეორე დღეს კარგად იქნები, საკუთარ თავზე გამოვცადე და ვამბობ, რომ ეს მითია. შველის კარგი ჩიხირთმა ან ხაში, ასევე უნდა დაიძინო მინიმუმ 6 საათის გამავლობაში.
ჰანგი და სუფრა…
ჩვენ რესტორანსა და სხვადასხვა კორპორატიულ საღამოზე ვმღერით ხოლმე. როდესაც იწყებ სიმღერას, ხშირად სუფრასთან ვიღაც წამოდგება და გეუბნება, რომ სადღეგრძელოს დალევა უნდა, ეს ძალიან ცუდი მომენტია… ხშირად არც კი ესმით რას ვმღერით.
ქალი სუფრას ალამაზებს, მამაკაცს კი უნთებს ალებს…
ყველა მანდილოსანს დიდი მადლობა იმისთვის, რომ არსებობენ. ქალბატონების გარეშე ცხოვრება ვერ წარმოგვიდგენია. ძალიან დიდი ბედნიერებაა, როდესაც გვერდით საყვარელი ქალი გყავს, შენს მეგობრებს დიდი სიხარულით ეგებება და ვფიქრობ, რომ ქალი „კუხნაში“ დიდი გოიმობაა. თუ ჭამა გიყვარს, მომზადებაც უნდა იცოდე.
დღეს თქვენი სიმღერის პრემიერა შედგება…
მუსიკის ავტორი ბექა წულაიაა, ტექსტის ნაწილი ჯანსუღ ჩარკვიანს ეკუთვნის, მთლიანობაში ტექსტს სამი ავტორი ყავს. ჩვენმა ბიჭებმა კი ხორცი შეასხეს ამ ყველაფერს.
ჯგუფი “იბერია” – ვაჟა ფშაველა
გადაცემის აუდიოჩანაწერი
ჯგ. იბერია – აფხაზური. Live
ჯგ. იბერია – ხევსურული. Live
ჯგ. იბერია. გადაცემა “ღვინო დუდუკი ქალები”. ვიდეო კოლაჟი
ფოტოები