LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

GITA-მ 150 000 ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამა მეთორმეტედ გამოაცხადა

140
gita

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ (GITA) 150 000 ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამა მეთორმეტედ გამოაცხადა.

დაინტერესებულ პირებს, 14 თებერვლიდან, გრანტების პორტალის მეშვეობით, საშუალება ეძლევათ წარადგინონ ინოვაციური ბიზნეს იდეა, რომელსაც სააგენტოს მიერ დაქირავებული დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტები შეაფასებენ.

პირველ ეტაპზე 150 სტარტაპი შეირჩევა, რომლებიც გადამზადებას გაივლიან ბიზნეს გეგმის, ბიუჯეტირების, პროგნოზირებისა და ბაზრის კვლევის მიმართულებით. მომდევნო ეტაპზე სტარტაპები გრანტების პორტალის მეშვეობით წარმოადგენენ ბიზნეს გეგმებს, რომლებსაც საერთაშორისო ექსპერტები შეაფასებენ. საბოლოოდ 50 ფინალისტი გამოვლინდება.

თანადაფინანსების გრანტები განკუთვნილია იმ სტარტაპებისთვის, რომელთა ჯამური ბრუნვა არ აღემატება 500 000 ლარს ბოლო 12 თვის განმავლობაში. ასევე, პროექტის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 9 თვეს. პროექტი არ უნდა იყოს დაკავშირებული სპირტის და სპირტიანი სასმელების, თამბაქოს და სახიფათო ნივთიერებების წარმოებასთან. ღვინის ინდუსტრიასთან დაკავშირებული პროექტები დასაშვებად იქნება მიჩნეული, თუ ისინი სპირტის ან სპირტის შემცველი პროდუქტების წარმოებას არ ეხება.

თანადაფინანსების გრანტების პროგრამის თერთმეტი რაუნდის ფარგლებში, ჯამში, 215 სტარტაპი დაფინანსდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g