LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

GITA-მ აფრიკის უდიდეს ტექნოლოგიურ კონფერენციაზე ქართული ინოვაციების ეკოსისტემა წარადგინა

108
GITA

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო (GITA) აფრიკის კონტინენტზე  უდიდეს ტექნოლოგიურ ღონისძიებაში –  GITEX მონაწილეობს, რომელიც მარაკეშში ტარდება.

ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ, ღონისძიების ფარგლებში, მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიაში თემაზე „მთავრობის როლი ტექნოლოგიური მომავლის განვითარებაში“. ავთანდილ კასრაძემ  დამსწრე საზოგადოებას ქართული ინოვაციების ეკოსისტემის წარმატებები გაუზიარა, ამასთან, ქართული სტარტაპების აფრიკის ბაზარზე შესვლის შესაძლებლობები განიხილა. მან მოლაპარაკებები გაიმართა ჩრდილოეთ აფრიკის სახელმწიფოების ინოვაციების სააგენტოებთან სამომავლო ორმხრივ თანამშრომლობაზე.

GITEX-ს, ყოველწლიურად, მსოფლიოს 130 ქვეყნიდან 45 000-ზე მეტი სტუმარი ესწრება. კონფერენციაზე წარმოდგენილია მსოფლიოს წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიები, სტარტაპები და სამთავრობო ორგანიზაციები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g