LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიტანას ნაუსედა – სათანადო პასუხი უკრაინისთვის უფრო მკაფიო ევროპული პერსპექტივის შეთავაზება იქნებოდა

109
1597155265-გიტანას-ნაუსედა

ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ სატელეფონო საუბარი გამართა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შარლ მიშელთან და ბულგარეთის, ჩეხეთის რესპუბლიკის, ესტონეთის, ლატვიის, პოლონეთისა და შვედეთის ლიდერებთან.

სატელეფონო საუბრისას ყურადღება გამახვილდა უკრაინა-რუსეთის საზღვარზე უსაფრთხოების ვითარებაზე.

„უკრაინაზე მიმდინარე ზეწოლა ასევე გამოწვევას უქმნის დასავლეთს. მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით შეგვიძლია ავიცილოთ აგრესია და შევინარჩუნოთ მშვიდობის იმედი. საერთაშორისო თანამეგობრობის და განსაკუთრებით ევროკავშირის მხარდაჭერა უკრაინისა და მისი საზოგადოების მიმართ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

სათანადო პასუხი იქნება ევროკავშირისა და უკრაინის პარტნიორობის გაფართოება და უკრაინისთვის უფრო მკაფიო ევროპული პერსპექტივის შეთავაზება. ლიტვა მზადაა უკრაინას ყველა შესაძლო დახმარება გაუწიოს,” – განაცხადა პრეზიდენტმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g