LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიული ალასანია: „ჩემი მოთხოვნაა, რაც შეიძლება სწრაფად ჩატარდეს პროცესები – ხელში მაკვდება შვილი“

267
გიული და მიშა

მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას განცხადებით, მან ექსპრეზიდენტი კლინიკა „ვივამედში“ მოინახულა და იგი ოთახიდან არსად გაუყვანიათ. ალასანიას თქმით, კლინიკაში არც რაიმე აპარატურა შეუტანიათ.

ჟურნალისტების კითხვაზე, რა მოთხოვნა აქვს ოჯახს ყოფილი პრეზიდენტის პროცესებთან დაკავშირებით, გიული ალასანიამ ასე უპასუხა:

„ჩემი მოთხოვნაა რაც შეიძლება სწრაფად, იმიტომ რომ მაკვდება ხელში შვილი“, – თქვა ალასანიამ.

მისი თქმით, არ არის გამორიცხული, რომ მიხეილ სააკაშვილი დღევანდელ სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართონ.

შეგახსენებთ, რომ დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში პატიმრობაში მყოფი მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გაუქმების საკითხზე სასამართლო პროცესი გაიმართება.

სასამართლო დარბაზში უკვე მივიდა საერთაშორისო ექსპერტი, დევიდ გოლდსმიტი, რომელიც დღევანდელ პროცესზე უნდა გამოჰკითხონ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g