LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიული ალასანია: ევროპიდან ძალიან დაიმედებული წამოვედი, ყველანაირ დახმარებას დამპირდნენ

401
BeFunky-collage (2)

პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ ევროპელ პარტნიორებთან მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით შეხვედრები გამართა.

ორდღიანი ვიზიტის დეტალებზე საუბრისას, გიული ალასანიამ აღნიშნა, რომ ევროპიდან ძალიან დაიმედებული ჩამოვიდა.

“ვფიქრობ, შეხვედრები პროდუქტიული იყო. იქიდან გამოვედი რაღაც ძალიან დაიმედებული. ისინი რა თქმა უნდა არ გაბარებენ ანგარიშს, რას აპირებენ და როგორ, თუმცა განწყობა იყო ძალიან კარგი. კარგად იცნობენ ჩემს შვილს.

ბევრი შეხვედრა გვქონდა მიუხედავად მათი დატვირთული გრაფიკისა. შეხვედრები იყო ევროსაბჭოში და ევროპარლამენტშიც.
პრაქტიკულად ყველას შევხვდით. ინფორმირებული არიან.

ისინი იურიდიულ მხარეს არ შეხებიან, საუბრის თემა მოქცეული იყო ჰუმანიტარულ ფარგლებში, მაგრამ ძალიან შეწუხებულები არიან და ყველანაირ დახმარებას დამპირდნენ. ვნახოთ”, – აღნიშნა გიული ალასანიამ “ტვ პირველთან” საუბრისას.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g