LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიული ალასანია: მიხეილ სააკაშვილი უკიდურესად სუსტად არის – ოსვენციმის კადრები გიდგება თვალწინ, როცა უყურებ

132
ალასანია

საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედა გიული ალასანია აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითი დღე უარესდება და ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, სააკაშვილი უკიდურესად სუსტად არის.

ალასანიას თქმით, მისთვის კვლავ უცნობია, პოლონელი ექიმები ყოფილი პრეზიდენტის მოსანახულებლად საქართველოში როდის ჩამოვლენ.

„ჩემი ხედვით უარესი და უარესი მდგომარეობაა. ყოველი მისი წამოწევა არის ჩემთვის გულის ფრიალი, იმიტომ, რომ თვალწინ სულ მიდგება მისი დავარდნა და ეს შეიძლება ყოველ წუთს განმეორდეს. ის უკიდურესად სუსტად არის, რაღაცა ჩონჩხი, ოსვენციმის კადრები თვალწინ გიდგება, რომ უყურებ ადამიანს.

ამასთან, არანაირი ინფორმაცია პოლონელ ექიმებთან დაკავშირებით მე პირადად არ მაქვს. ძალიან მიკვირს იმიტომ, რომ სამი თვე გავიდა და რა გახდა ბოლოს და ბოლოს ასეთი მოუწესრიგებელი, მე არ ვიცი, არ მესმის. როგორც ჩანს, აქედან დაბრკოლებებია სერიოზული“, – განაცხადა ალასანიამ.

გიული ალასანიას ფოტო: „ინტერპრესნიუსი“
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g