LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიული ალასანია: პოლონეთში მზად არიან, პრეზიდენტის თვითმფრინავი გამოგზავნონ, ჩასვან და წაიყვანონ მიხეილ სააკაშვილი

292
გიული ალასანია

კლინიკა „ვივამედში“ მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად, მისი დედა, გიული ალასანია მივიდა.

ალასანიამ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ მისი შვილის ნახვის ნებართვა აქვს. როგორც მანვე აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილის ნახვის ნებართვა ასევე, მის პირად ექიმს, ნიკოლოზ ყიფშიძეს აქვს და სავარაუდოდ, ისინი სააკაშვილის სანახავად ერთად შევლენ.

„გუშინვე ვიცოდით, რომ ნიკოლოზ ყიფშიძესაც და მეც შეგვიშვებდნენ. არ ვიცი ვისთან მივიდა, მაგრამ ფაქტია, რომ ნებართვა ორივეს გვაქვს“, – განაცხადა გიული ალასანიამ.

მისივე თქმით, მას მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ინფორმაცია არ აქვს. ალასანიამ ასევე, პოლონეთის საელჩოში გამართულ შეხვედრაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ისინი ყოფილი პრეზიდენტის საქართველოდან წასაყვანად მზად არიან.

„მზად არიან, რომ პრეზიდენტის თვითმფრინავი გამოგზავნონ, ჩასვან და წაიყვანონ. ყველაფერზე მზად არიან, გამოცდილებაც აქვთ ასეთი ავადმყოფების მკურნალობის.“– აღნიშნა მიხეილ სააკაშვილის დედამ.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად, დილის საათებში, მისი პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე და სახალხო დამცველის სამედიცინო კონსილიუმის წევრი ოთარ თოიძე იყვნენ, თუმცა მათ ყოფილი პრეზიდენტის ნახვის შესაძლებლობა არ მიეცათ.

სააკაშვილის მოსანახულებლად კლინიკაში ასევე მივიდნენ მისი უფლებადამცველები – დიტო საძაგლიშვილი და შოთა თუთბერიძე.

ფერი აღარ აქვს, ცარიელი ძვალი და ტყავი, ძლივს დადის, ყოველ წუთში შეიძლება რაღაც უბედურება დატრიალდეს: გიული ალასანია

“პაციენტი იმყოფება თერაპიულ განყოფილებაში“ – რას ამბობს „ვივამედის“ დირექტორი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g