პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია ამბობს, რომ მისი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მთავარ პრობლემად რჩება.
“რაღაც ეტაპებად უნდა დაიყოს ეს ყველაფერი, პირველი პრობლემა, რა თქმა უნდა, მისი ჯანმრთელობაა.
ადამიანი ჩვენს თვალწინ ილევა და ქრება.
ჩვენ ველოდებით, ძალიან დიდი ხანია ველოდებით, რომ ამერიკელ ექიმებს მიეცემათ ლიცენზიები, რათა ჩამოვიდნენ, დაწერონ თავიანთი დასკვნა, შემდეგ ალბათ, ეს ყველაფერი გავა პროცესზე”,- განაცხადა გიული ალასანიამ.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული, საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა. ის თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, 1 ოქტომბერს დააკავეს.