LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გიული ალასანიას გადმოცემით, მიხეილ სააკაშვილს ჰქონდა გონების კარგვა, მორიგე ექიმის ნახვის პერიოდში პაციენტი გონებაზე იყო“ – ზურაბ ჩხაიძე

192
ზურაბ ჩხაიძე - სააკაშვილი

„გიული ალასანიას გადმოცემით, მიხეილ სააკაშვილს ჰქონდა გონების კარგვა. მაშინვე იყო გამოძახებული მორიგე ექიმი. მორიგე ექიმის ნახვის პერიოდში პაციენტი გონებაზე იყო, – ამის შესახებ „ვივამედის“ კლინიკურმა დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ექიმის მისვლის დროს სააკაშვილის ფიზიოლოგიური მაჩვენებლები ნორმის ფარგლებში იყო.

„ორჯერ დაკარგა გონება ადამიანმა, დღეს… მთლიანად გაშავდა და ასე უგონოდ დიდხანს იყო“ – გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილზე

„გიული ალასანიას გადმოცემით, სააკაშვილს ჰქონდა გონების კარგვა. მაშინვე იყო გამოძახებული მორიგე ექიმი. მორიგე ექიმის ნახვის პერიოდში პაციენტი გონებაზე იყო. ფიზიოლოგიური მაჩვენებლები, არტერიული წნევა, რესპირატორული მაჩვენებლები ნორმის ფარგლებში იყო.

მისი ეს ზოგადი მდგომარეობა დაკავშირებულია კვების პრობლემასთან. მოიტანოს ის, რასაც ჩვენ ვთავაზობთ და რასაც პაციენტი ირჩევს და იქნებ, ამ გზით მოხდეს კვების რაციონის გაფართოება“, – განაცხადა ჩხაიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g