12 თებერვალს პირველ ქართველ ჯაზმუსიკოს ქალს, გიული ჩოხელს 90 წელი შეუსრულდება. ქართველმა საზოგადოებამ კარგად იცის მისი დამსახურებების შესახებ, მაგრამ მაინც შევახსენებთ, რომ ღვაწლმოსილ არტისტსა და თბილისის საპატიო მოქალაქეს არაერთი ჯილდო აქვს მიღებული…
გიული ჩოხელი ჟურნალ „გზასთან“ ამბობს, რომ ქვეყანაში განვითარებული მოვლენების შედეგად თავს ძალიან ცუდად გრძნობს…
– ამბობთ, რომ კარგად იცნობთ რუსეთს და ამიტომ არ გინდათ…
– დიახ, ძალიან კარგად ვიცნობ და ამიტომაც არ მინდა! საბჭოთა წყობაშიც იყო არაჩვეულებრივი ხალხი, რომლებსაც ეზიზღებოდათ ის ყველაფერი, მაგრამ ამის გამოხატვას მხოლოდ შემოქმედებით ახერხებდნენ. რანაირი ჯურის ხალხი აღარ მოდიოდა კონცერტზე. მახსოვს, ორნი ისეთი მთვრალები იყვნენ, ვეღარ აზროვნებდნენ, იქვე სცენასთან ეყარნენ. რომ ვმღეროდი, ერთი ქურთუკზე ჩამომეკიდა, საშველს აღარ მაძლევდა და ბოლოს ფეხი ჩავცხე, არ ვიცი, სად მოხვდა… ასეთ პირობებში გვამუშავებდნენ და ფულს არასოდეს გვაძლევდნენ. 16-კაციანი ჯაზორკესტრი მყავდა, სულ გვაშიმშილებდნენ, შემდეგ სადღაც სახალინზე გაგვგზავნიდნენ, არნახული სიღარიბე იყო იქ… რუსებში უმეტესობა შოვინისტია და თან, თავი არისტოკრატები ჰგონიათ. ცხვირაწეულებს რომ ვხედავდი, დავცინოდი. ჯერ მარტო ორკესტრში მყავდა ულამაზესი ბიჭები, მერე მახსენდებოდა ჩემი ლამაზი ქუჩა, ჩემი ლამაზი ქვეყანა, ეს ხალხი და რომ ვადარებდი, სულ მეცინებოდა მათ თავდაჯერებულობაზე. ის კაცი რომ არის, ლილიპუტინი (ეს სახელი მე დავარქვი, მერე მიხეილ სააკაშვილმა სადღაც ყური მოჰკრა და აიტაცა), ბავშვობაში საქართველოში რომ ცხოვრობდა, პატარაობიდან გათახსირებული იქნებოდა და ამიტომაც, ქართველი თანატოლები ალბათ, სულ თავში ურტყამდნენ. ქართველი ბავშვი ვერ მოუთმენდა, ეს გულში ჩაიდო და ახლა ფიქრობს, – ქართველებო, დედას გიტირებთო. თუმცა ვერ გაიგო ქართველის უშიშარი, მეომარი ხასიათი. ახლა ჩანს ამ ახალგაზრდებში, ხმალი და ხანჯალი რომ ისევ იყოს, ამოღებული ხმლით მიადგებოდნენ მთავრობას.
„სულ მცირე 12 წელიწადი არცერთი არჩევნების წაგებას არ ვაპირებთ“ – ირაკლი კობახიძე