ბრილიანტის დიადემა, “Givenchy” კაბა და ათასობით სტუმარი – სამეფო ქორწილი ბრიტანეთში შედგა. ამერიკელ კონკიად წოდებული მეგან მარკლი მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე სასურველ მამაკაცზე უელსის პრინც ჰარიზე დაქორწინდა. სამეფო ტახტის რიგით მეექვსე მემკვიდრემ და ამერიკელმა მსახიობმა ჯერ ერთგულების ფიცი დადეს, შემდეგ საქორწილო ბეჭდები გაცვალეს და ერთმანეთს ტაძრის კიბეებზე აკოცეს. ამის შემდეგ წყვილმა უინძორის ისტორიულ ქუჩებში ღია ეტლით გაისეირნა და ათასობით თაყვანისმცემელს მადლობა გადაუხადა.
საკმაოდ დატვირთული დღის ბოლოს, ახალდაქორწინებული წყვილი,დაოჯახების კიდევ ერთხელ აღსანიშნავად უახლოესი მეგობრების გარემოცვაში , Frogmore House-ისკენ ამჯერად ესკორტის გარეშე, 1968 წელს გამოშვებული იაგუარით გაემართა, მათ დახურულ წვეულებაზე 200 სტუმარი ელოდებოდა.
Givenchy-ს ელეგანტური კაბის შემდეგ, მეორე საქორწილო კაბა მეგანმა Stella McCartney-ის დიზაინით შეარჩია. როგორც გამოცემები წერენ, ბრიტანელებს პატარძლის ასეთი იმიჯი გაცილებით მოეწონათ , ვიდრე ჯვრიწერის ცერემონიისას.
უინძორის სასახლის დატოვების დროს, სასექსის ჰერცოგის მეუღლემ ტელეკამერების წინ ახალი საჩუქრის დემონსტრირებაც მოახდინა. პრინცმა ჰარიმ ჯვრისწერის დღეს რჩეულს მისი დედის, პრინცესა დაიანას კუთვნილი ბეჭედი აჩუქა
როგორც dailymail წერს, საღამოზე დამსწრე საზოგადოების განწყობაზე ინგლისელმა მსახიობმა ჯეიმს კორდენმა იზრუნა.
ჯეიმსი ჯვრისწერის ცერემონიაზე მეუღლესთან – ჯულია ქერისთან ერთად წარსდგა.
წვეულებაზე პრინცი ჰარის თხოვნით რამდენიმე სიმღერა ელტონ ჯონმა შეასრულა.