LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გივი მიქანაძე: „ბაჩიაშვილს რომ დავუჯეროთ, გამოდის, რომ ქართულმა სპეცსამსახურებმა, უცხო ქვეყანაში, ძებნილი პირი დააკავეს და უპრობლემოდ დააბრუნეს საქართველოში – ცალსახად იკვეთება ჩვენი სპეცსამსახურების კიდევ უფრო მაღალი პროფესიონალიზმი, მომხრე ვიქნებოდი, ვინც ეს ოპერაცია დაგეგმა და განახორციელა, გარკვეულ დაწინაურებაზე და ჯილდოზე წარგვედგინა“

240
გიორგი ბაჩიაშვილი, გივი მიქანაზე

ერთი წამით მივცეთ საშუალება იმ თეორიის განვითარებას, რასაც ბაჩიაშვილი საუბრობს. ამ შემთხვევაში გამოდის, რომ ქართულმა სპეცსამსახურებმა, უცხო ქვეყანაში ძებნილი, მსჯავრდებული პირი დააკავეს, უპრობლემოდ დააბრუნეს საქართველოში და წარადგინეს მართლმსაჯულების წინაშე – ამას ამბობს ბაჩიაშვილი. ამ შემთხვევაში, სიტყვაზე რომ დავუჯეროთ ბაჩიაშვილს და დავიჯეროთ  და განვითარდეს ეს ვერსია, ცალსახად იკვეთება ჩვენი სპეცსამსახურების კიდევ უფრო მაღალი პროფესიონალიზმი,   – ამის შესახებ პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ, გადაცემაში „ღამის კურიერი“ განაცხადა.

როგორც მიქანაძემ აღნიშნა, ის მომხრეა, გიორგი ბაჩიაშვილის დაკავების ოპერაციაში ჩართული პირების დაწინაურების და ჯილდოზე წარდგენის, ვინაიდან, ბაჩიაშვილის ვერსია მისი დაკავების შესახებ, ქართული სპეცსამსახურების კიდევ უფრო მეტ პროფესიონალიზმს უსვამს ხაზს.

„24 მაისს გამიტაცეს, თვალები ამიხვიეს, 2 დღე თვალებახვეული მატარეს და ჩამტენეს თვითმფრინავში“ – გიორგი ბაჩიაშვილი

„ისტორიას ბევრი საქმე ახსოვს გართულებებით, მაგრამ დანაშაულებრივმა ჯგუფმა, რომელიც საქართველოს მთავრობას უწოდებს თავს, აჯობეს საკუთარ თავს.“

„მე პირადად, მომხრე ვიქნებოდი, ის ადამიანები, ვინც ეს ოპერაცია დაგეგმა და განახორციელა, გარკვეულ დაწინაურებაზე და ჯილდოებზე წარგვედგინა, იმიტომ, რომ ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ ჩვენი სპეცსამსახურები უმაღლეს რანგში ასრულებენ მათზე დაკისრებულ მოვალეობებს. მეორე უმთავრესი კომპონენტია, რომ ბაჩიაშვილი იქნება ეს თუ სხვა ადამიანი, როდესაც ჩაიდენს დანაშაულს, იმ ადამიანთან მიმართებით, მართლმსაჯულება უნდა დადგეს. შესაბამისად, მართლმსაჯულების კომპონენტი არის უმთავრესი, არ აქვს მნიშვნელობა ბაჩიაშვილი იქნება თუ სხვა ვინმე, მით უმეტეს, ბაჩიაშვილი, რომელიც ძალიან მძიმე დანაშაულშია მხილებული – ფულის გათეთრებაზეა საუბარი. სანქცირების თვალსაზრისით, ევროკავშირის რიგ სახელმწიფოებში, ბევრად უფრო მკაცრ სანქცირებას ექვემდებარება მსგავსი ქმედება, ვიდრე საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობითაა განსაზღვრული“ – განაცხადა გივი მიქანაძემ.

„ჯორჯიან ეარვეისი“: „შეუძლებელია საერთაშორისო აეროპორტიდან მოქალაქის ავიაკომპანიის ბორტზე მოხვედრა ან გამგზავრება არაკანონიერი გზით – კერძო პირების შეკვეთილ რეისებზე ინფორმაცია პერსონალურია და გაცემის უფლება კომპანიას არ აქვს“

რაც შეეხება ოპოზიციის ბრალდებებს ბაჩიაშვილის მიმართ პოლიტიკური ნიშნით ანგარიშსწორებასთან დაკავშირებით, მიქანაძემ ამ ბრალდებებს ოპოზიციის სპეკულაცია უწოდა.

„ეს [ბაჩიაშვილის პოლიტპატიმრობა] არის ოპოზიციის სპეკულაცია და ეს სპეკულაცია დაიწყო მას შემდეგ, რაც ბაჩიაშვილმა კრიმინალი ჩაიდინა და პარალელურად, თვითონვე აღიარა, რომ ოპოზიციას აფინანსებდა იმისათვის, რომ სწორედ საინფორმაციო თავდაცვითი კომპონენტი შემოეღო თავისთვის. ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ძებნილია და სასამართლოს მიერ ცნობილია დამნაშავედ, ის აუცილებლად უნდა წარსდგეს მართლმსაჯულების წინაშე – ეს არის დემოკრატიული სახელმწიფოს და კანონის უზენაესობის უმნიშვნელოვანესი პრინციპი. ამიტომ, აქ მხოლოდ მადლობა გვეთქმის ქართული სპეცსამსახურებისთვის და კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ თუ დავუშვებთ იმ თეორიას, რომელზეც ბაჩიაშვილი საუბრობს, ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმ მაღალ პროფესიონალიზმს, რომელიც ქართული სპეცსამსახურებისთვის არის დამახასიათებელი. მე დავაყენებდი ამ ადამიანების გარკვეულ ჯილდოზე წარდგენის საკითხს“. –  განაცხადა გივი მიქანაძემ.

ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, სუსმა 2025 წლის 26 მაისს განხორციელებული ანონიმური შეტყობინებით წითელი ხიდისა და სადახლოს შორის არსებული ე.წ. მწვანე საზღვრის მონაკვეთის მიმდებარედ წითელი ცირკულარით ძებნილი და მსჯავრდებული გიორგი ბაჩიაშვილი დააკავა.

„თანაინვესტირების ფონდის” ყოფილი გენერალური დირექტორი, „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისებაშია მსჯავრდებული და მას 11 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g