LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გივი მიქანაძე: „დავიწყეთ ახალი კანონპროექტის მზადება, რომელსაც განათლებისა და მეცნიერების შესახებ კანონი ერქმევა“

113
გივი მიქანაძე

„ჩვენ უკვე დავიწყეთ ახალი კანონპროექტის მზადება, რომელსაც „განათლებისა და მეცნიერების შესახებ” კანონი ერქმევა. ის გააერთიანებს შვიდივე კანონის მოცემულობას და ის იქნება თანამედროვე მოთხოვნებსა და სტანდარტებზე მაქსიმალურად ორიენტირებული“, – ამის შესახებ განათლების მინისტრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა.

მინისტრმა აღნიშნულის შესახებ პარლამენტში გამართულ ღონისძიებაზე -„ქალები ბიოტექნოლოგიებში: მეცნიერება და ინოვაცია” სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.

მისივე თქმით, სამინისტროს მიზანია, რომ აღნიშნული კანონპროექტი პარლამენტს წარუდგინოს.

„ჩვენ უკვე დავიწყეთ მუშაობა სრულიად ახალ კანონპროექტზე. დღეს განათლების და მეცნიერების მიმართულებას შვიდი კანონი აერთიანებს, ამიტომ, ვახდენთ კოდიფიცირებას. პარლამენტის წევრები დამეთანხმებიან, რომ პარლამენტის არც საგაზაფხულო და არც საშემოდგომო სესია ისე არ ჩაივლის, ცვლილებების საკმაოდ დიდი მოცულობა არ წარვადგინოთ მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით, რომელიც საჭიროებს ამ შვიდ კანონში შესაბამის ცვლილებებს. ამიტომ, ჩვენ უკვე დავიწყეთ ახალი კანონპროექტის მზადება, რომელსაც „განათლებისა და მეცნიერების შესახებ” კანონი ერქმევა. ის გააერთიანებს შვიდივე კანონის მოცემულობას და ის იქნება თანამედროვე მოთხოვნებსა და სტანდარტებზე მაქსიმალურად ორიენტირებული. მიზნად გვაქვს რომ პარლამენტის საშემოდგომო სესიაზე უკვე წარვადგინოთ ეს კანონპროექტი განხილვისთვის და მხარდაჭერისთვის. ვფიქრობთ, რომ ერთობლივი ძალისხმევით ეს კიდევ უფრო გააძლიერებს იმ რეფორმებს და მიმართულებებს, რომელიც მეცნიერების და განათლების ყველა საფეხურთან არის დაკავშირებული”, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g