LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გივი თარგამაძე: ამათი იარაღით გადაგდება რომ გვნდომებოდა, ორი ათასჯერ გავაკეთებდით – საზოგადოებას პროტესტის მოცულობის ზრდის ულევი რესურსი აქვს

144
გივი თარგამაძე

„ამათი იარაღით გადაგდება რომ გვნდომებოდა, ორი ათასჯერ გავაკეთებდით, მაგრამ ქვეყანას ვუფრთხილდებით“, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა გივი თარგამაძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა და რუსეთთან საქართველოს ურთიერთობის დაახლოების კონტექსტში საპროტესტო ტალღაზე ისაუბრა.

მისი თქმით, ქვეყანა რომ გადარჩეს, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, მათ შორის, თარგამაძის აზრით, მისაღებია მწვავე პროტესტიც:

რადიკალური ოპოზიცია იმედგაცრუებულია, რომ „ოცნებამ“ შეძლო ამდენი წლის მანძილზე ქვეყანაში სტაბილურობისა და მშვიდობის უზრუნველყოფა – წულუკიანი

„დეტალიზებული განხილვა, რკინიგზა რა ვარიანტში გაიხსნება, რა ვარიანტში არ გაიხსნება, თუ გაიხსნა, რა მოხდება, წყლის ნაყვაა. ყველაფერი მოხდება, თუ არ იქნება ადეკვატური წინააღმდეგობა.

შემდეგი იქნება რკინიგზა, მერე დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა, მერე, თუ ერდოღანი დარჩა, სამმხრივი ფორმატი ან პირდაპირი ორმხრივი, რაც საბოლოო ჯამში, იქნება ერთ მხრივი, სადაც ჩვენ ვიქნებით წაკუზული და ისინი იქნებიან ზედ წამომჯდრები. ეს შეიძლება მოხდეს ძალიან სწრაფად, თუ ამ ყველაფერს ადეკვატური წინააღმდეგობა არ შეხვდა..

ვაიმე, ის ფორმა, ეს ფორმა, პოლიციის მანქანა არ დავწვათ, იმას ასე არ ველაპარაკოთ… ქვეყნის გადარჩენა თუ გვინდა, აბსოლუტურად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ. ამათი იარაღით გადაგდება რომ გვნდომებოდა, ორი ათასჯერ გავაკეთებდით, მაგრამ ქვეყანას ვუფრთხილდებით.

ყველაფერში ვგულისხმობ პროტესტს, მაგრამ ისეთ პროტესტს, რომელიც ამათ მოარტყამს ცხვირში, შეაშინებს, როგორც მარტში ეშინოდათ, როგორც გავრილოვის დროს გამოვარდა ის არარაობა, სამკუთხედ თავიანი და უცახცახებდა ხმა.

ასეთ პროტესტს და იმაზე მეტ პროტესტს ვგულისხმობ. ხომ ნახეთ მაშინ, როგორ შეეშინდათ, ანუ ვიცით, რომ ეშინიათ და თუ ვიცით, რატომ არ ვაკეთებთ იმას, რომ ისე შეეშინდეს, რომ მორჩეს ამ ყველაფერს. მორჩება, როცა საკმარისად შეეშინდებათ“, – განაცხადა გივი თარგამაძემ.

მისი თქმით, მარტის პროტესტის დროს, როცა ჩვენთან პოლიციის მანქანის დაწვაზე იყო საუბარი, ნახევარი პარიზი გადაწვეს, რაშიც არაფერია საშინელი. თარგამაძის აზრით, „მატრაკვეცული მიტინგები შედეგს არ მოიტანს“.

„საზოგადოებას პროტესტის მოცულობის ზრდის ულევი რესურსი აქვს. მარტში მიიღეს ისეთი პროტესტი, რომ მოუწიათ ამ კანონის უკან გაწვევა. არ ვამბობ, რაღაც უშველებელი გავაკეთოთ.

უბრალოდ, იმ პროტესტის დროს იყო ბევრი ფი და ფუ, ვაი, პოლიციის მანქანა როგორ დაწვეს. დაწვეს ისე, როგორც წვავენ მილიონჯერ მეტ მანქანას და შენობებს მთელ ევროპაში.

ვინ მოიგონა საერთოდ, რომ ევროპული პროტესტი მშვიდი და რაფინირებულია. ჩვენს თვალწინ, იმ დღეებში ნახევარი პარიზი გადაწვეს პენსიების გამო.

აუცილებლად გადაწვას კი არ ვამბობ, მაგრამ თუ მოხდა, ამაში არაფერია საშინელი, მატრაკვეცული მიტინგები და პროტესტი არაფერ შედეგს არ მოიტანს“.– განაცხადა გივი თარგამაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g