გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემია ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა სკოლის ერთ-ერთი გამორჩეული და საყვარელი პედაგოგი – რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მაიკო ხადური.
მასწავლებელმა, რომელმაც ოცი წელზე მეტი დრო გაატარა აკადემიის საგანმანათლებლო სივრცეში, არა მხოლოდ პროფესიონალიზმით, არამედ ადამიანური კეთილშობილებითაც დაუვიწყარი კვალი დატოვა კოლეგებსა და თაობებში.
„გვიწევს, უაღრესად სამწუხარო ამბავი შეგატყობინოთ:
ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა თითოეული ჩვენგანისთვის საყვარელი და უკეთილშობილესი ადამიანი, ამერიკული აკადემიის რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი – ჩვენი მაიკო ხადური.
ოც წელზე მეტია გასული მას შემდეგ, რაც მაიკომ ამერიკულ აკადემიაში დაიწყო სწავლება. ამ დროის მანძილზე მან ყველა ჩვენგანის გულწრფელი სიყვარული და პატივისცემა დაიმსახურა.
ამერიკული აკადემია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ამ ტრაგედიის გამო და უსამძიმრებს მისი ოჯახის წევრებს, მეგობრებს, ყოფილ თუ ახლანდელ მოსწავლეებს.
ნათელში ამყოფოს ღმერთმა ჩვენი მაიკოს ლამაზი სული!“, – ნათქვამია სამძიმრის წერილში.
გვიწევს, უაღრესად სამწუხარო ამბავი შეგატყობინოთ: ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა თითოეული ჩვენგანისთვის…
Posted by The Guivy Zaldastanishvili American Academy in Tbilisi on ოთხშაბათი, 04 ივნისი, 2025