ტელეწამყვანი ნანუკა გულუა რამდენიმე წლის წინ გადაღებულ ვიდეოს აზიარებს.
როგორც ნანუკა წერს, 126 კილოდან სასურველ წონამდე მივიდა და მშობიარობის შემდეგ გეგმავს, იგივე შედეგის გამეოროს.
„გჯერათ? ამ წონაზე 126 კილოდან მივედი. ყველანაირი ოპერაციის გარეშე. ახლა 126 კილოზე ნაკლები ვარ და 9 თვის ორსული. ამ გზას ისევ გავივლი და ამ შედეგამდე ისევ მივალ თქვენს თვალწინ. მოემზადეთ, ვისაც მოტივაცია გჭირდებოდათ. 2 თვეში ერთად შევუდგეთ“, – წერს ნანუკა გულუა.
ცნობისთვის, ნანუკა გულუა მესამე შვილზეა ორსულად. მას მალე გოგონა შეეძინება, რომელსაც, როგორც წინასწარ გაამხილა, კირას დაარქმევს.