„ევროვიზიის“ გამარჯვებული კონჩიტა ვიურსტი ლონდონში, პოპულარული შოუს Lorraine-ის გადაღებაზე ჩავიდა. პაპარაცებმა არ გაუშვეს შანსი ხელიდან გადაეღოთ სკანდალური მომღერალი, რომლის სტილიც ნამდვილად თვალისმომჭრელია.
კონჩიტა, რომელიც დახვეწილი ჩაცმის სტილით გამოირჩევა, ამჯერად ელეგანტურ შარვალში იყო გამოწყობილი, რომელიც შეხამებული იყო ტყავის მაღალყელიან ჩექმასთან. ამ ანსამბლს ასრულებდა კლასიკური თეთრი ბლუზა და ორ ბორტიანი ნაბადი ბრიტანულ სტილში.