LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Glass Animals ახალ დისკს წარადგენს

258
dcf96da68bcd00b2a9d39c9d152d5b072f92b244

მალე, Glass Animals ოთხ წლიან დუმილს დაარღვევს. ინგლისური ინდი როკ ბენდი ახალი დისკის გამოსაცემად მზადაა. ცნობილი გახდა, რომ ჯგუფის მეოთხე სტუდიური ალბომის – I Love You So F***ing Much რელიზი, 19 ივლისს შედგება.

ფირფიტაში 10 სიმღერა შედის, საიდანაც უკვე ცნობილია სინგლები: Creatures in Heaven და A Tear in Space (Airlock).

Glass Animals მუსიკალურ ასპარეზზე 2010 წელს გამოჩნდა, თუმცა განსაკუთრებული ყურადღება 2020 წლის სინგლით – Heat Waves მიიპყრო. 2022-ში, ,,გრემიზე” კოლექტივს ,,საუკეთესო ახალი არტისტის” ნომინაცია მიენიჭა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები