LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გლდანის და საბურთალოს რაიონების მოსახლეობას ელექტრომომარაგება შეეზღუდება – იხილეთ ქუჩების ჩამონათვალი

153
შუქი

გლდანის და საბურთალოს რაიონის მოსახლეობის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება შეეზღუდება. კომპანია „თელასის“ ცნობით, ელექტრომომარაგების შეზღუდვის მიზეზი გადაუდებელი სამუშაოებია.

გლდანის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის IVბ მიკრორაიონის, ავალიშვილის, ულიანოვის, ჭრებალოს, ანდრონიკაშვილის, ვარდევანის, ბარისახოს, რევოლუციის, მანაგაძის, ჩიქვანაიას, სკოლის, ბიჭვინთის, ზაჰესის, წყალსადენის, შეშელიძის, სარაჯიშვილის, ხევძმარის, თემქის და ფეიქართა ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 13:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის მე-14 კილომეტრის მოსახლეობას“, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g