თბილისში, გლდანის ხიდთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავარიის შედეგად, 5 ადამიანი დაშავდა, დაზიანდა რამდენიმე ავტომობილი.
არსებული ინფორმაციით, დაზიანებები მსუბუქია და დაზარალებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობას საფრთხე არ ემუქრება.
როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
ფოტო: რუსთავი 2