კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, გლდანის რაიონში, დღეს საღამოდან, გადაუდებელ ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს.
როგორც “ფორტუნას” კომპანიიდან აცნობეს, სამუშაოები ჩატარდება გაზის დასახლებაში, წყალსადენის 1400 მმ-იანი მაგისტრალის ავარიულად დაზიანებულ მონაკვეთზე. სამუშაოები, რომელსაც „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დღეს, საღამოს 8 საათიდან დაიწყებს, ხვალ დილით დასრულდება.
ამ მიზნით, დღეს, 20:00 საათიდან, ხვალ, 25 თებერვლის 09:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება:
- თემქის III, გლდანის მასივის III, IIIა, V, VI, VII, VIII მ/რაიონებს და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გლდანის N8 დაწესებულებას
- ანდრონიკაშვილის, ბიჭვინთის, რევოლუციისა და მათ მიმდებარე ქუჩებს, ასევე, გლდანის რაიონის ზოგიერთ დასახლებას.
ჩამოთვლილ უბნებს წყლის მიწოდება ხვალ, დილის 9 საათიდან, ეტაპობრივად აღუდგება.