გლდანში, არბალეტით ძაღლი დაჭრეს. შემთხვევა, 2 იანვარს, დილით მოხდა. ინფორმაცია სოციალური ქსელის საშუალებით ვრცელდება.
გავრცელებული ინფორმაციით, ამ დროისთვის ძაღლის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
როგორც „ფორტუნას“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 259-ე, ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის მუხლით არის აღძრული.