გლდანში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ქვეითი გარდაიცვალა.
არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილო ტროტუარზე ავარდა და ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
