გლდანში, ავტოსადგურის ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია. “ფორტუნას” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, რომ ცეცხლი ავტოსადგურის ტერიტორიაზე არსებულ სურსათისა და შერეული პროდუქციის მაღაზიას გაუჩნდა.
მათივე ინფორმაციით, ადგილზე საგანგებო სიტუაციების 9 ეკიპაჟი მუშაობდა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.