მრავალსართულიანი კორპუსის მე-7 სართულიდან 50 წლამდე ქალი გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევა გლდანში მოხდა.
ადგილზე გვიან ღამემდე მუშაობდნენ ექსპერტ-კრიმინალისტები.
საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.