საქართველოს ბანკმა მორიგი ჯილდო მოიპოვა. ამჯერად საფინანსო ინსტიტუტი 2024 წელს ქვეყანაში ყველაზე სანდო საბანკო ბრენდად დასახელდა.
დაჯილდოება „Global Brand Awards“ ბრიტანული გამოცემის Global Brands Magazine ინიციატივით იმართება და ის სხვადასხვა ინდუსტრიაში გამორჩეული მიღწევებისა და პერფორმანსის მქონე ინსტიტუტების წარმოჩენასა და აღიარებას ემსახურება.
წელს, საქართველოს მასშტაბით, საბანკო-საფინანსო ინსტიტუტებს შორის, გამოცემის ფოკუსში მხოლოდ საქართველოს ბანკი მოხვდა. ის საბანკო სექტორში უნიკალური და გამორჩეული სერვისის მიმწოდებელ ბრენდად შეფასდა.
„საქართველოს ბანკმა ეს აღიარება მოიპოვა ინოვაციის, ხარისხის, ბრენდის აქტივობების, მაღალი დონისა მომსახურებისა და პერფორმანსის კუთხით გაწეული ძალისხმევისთვის, რაც რეგიონში მტკიცე საბანკო სისტემის ჩამოყალიბებას უზრუნველყოფს“, – ნათქვამია Global Brands Magazine-ის შეფასებაში.
„მოხარულნი ვართ, რომ საბანკო სისტემის განვითარებაში საქართველოს ბანკის მიერ შეტანილი წვლილი კიდევ ერთხელ იქნა აღიარებული საერთაშორისო გამოცემის მიერ. ყველაზე სანდო საბანკო ბრენდის ტიტული ხაზს უსვამს იმ ძალისხმევას, რომელიც საქართველოს ბანკმა გასული წლების განმავლობაში საუკეთესო სამომხმარებლო გამოცდილების მისაღწევად, ინოვაციური გადაწყვეტების დანერგვისა და ბრენდის გაძლიერებისთვის გასწია. ყველა პროცესი, რომელიც საქართველოს ბანკში ხორციელდება, სწორედ სანდოობის მაღალი სტანდარტების განმტკიცებას ემსახურება, ამიტომ ვამაყობთ, რომ დაჯილდოების ფარგლებში ბანკმა ამგვარი შეფასება დაიმსახურა. მადლობას ვუხდით ჩვენს გუნდს, მომხმარებლებსა და პარტნიორებს ნდობისა და მხარდაჭერისთვის. ეს ყველაფერი გვაძლევს ძალას, არ გავჩერდეთ და არაერთი საინტერესო ინიციატივა განვახორციელოთ“, – აცხადებენ საქართველოს ბანკში.
Global Brands Magazine მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა ბრენდის შესახებ მოსაზრებებსა და სიახლეებს აშუქებს. დაჯილდოების ფარგლებში წარდგენილ განაცხადებს კი როგორც გამოცემის მკვლევართა გუნდი, ისე დამოუკიდებელი კვლევითი სააგენტო აფასებს.
(R)