LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Global Finance-მა “საქართველოს ბანკი” ქვეყანაში საუკეთესო კორპორაციულ ციფრულ ბანკად დაასახელა

59
1920x1080-ჯლდო-3

საერთაშორისო გამოცემა Global Finance-მა საქართველოს ბანკი 2021 წელს საქართველოში საუკეთესო კორპორაციულ ციფრულ ბანკად დაასახელა.

გამოცემამ  ბანკი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის მასშტაბით კიდევ 5 ქვეკატეგორიაში ცნო საუკეთესოდ.

ესენია: ინვესტიციების მართვის ონლაინსერვისები, ვაჭრობის დაფინანსება, ხაზინის ონლაინსერვისები, მობილურზე ადაპტირებადი პლატფორმა, საუკეთესო ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის.

Global Finance-მა საქართველოს ბანკს ჯილდოები მსოფლიო დონის ჟიურის წევრების, Infosys -ის საერთაშორისო ექსპერტების შეფასებებზე დაყრდნობით მიანიჭა.

“სწრაფად მზარდ ციფრულ ბიზნეს გარემოში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახდა ციფრული ტექნოლოგიები, ვინაიდან სწორედ ეს განაპირობებს დღეს ბიზნესის სამომავლო წარმატებას.

„Global Finance“-ის მხრიდან მსგავსი აღიარება კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ციფრული ტრანსფორმაციისაკენ სწორი გეზი გვაქვს აღებული.

ეს ჯილდო ეკუთვნის ყველა იმ ადამიანს, ვინც მონაწილეობას იღებდა ბანკის დისტანციური პროდუქტების შექმნაში. რა თქმა უნდა, ჩვენ აქ არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ როგორც უკვე არსებული პროდუქტებისა და სერვისების დახვეწას, ასევე ინოვაციების დანერგვას, რათა მეტი შესაძლებლობები შევუქმნათ ჩვენს ბიზნეს მომხმარებელს“, – განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ, ვახტანგ ბობოხიძემ.

ინფორმაციისთვის, აღნიშნული ჯილდოს მოსაპოვებლად, ბანკები მონაწილეობას ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის მასშტაბით იღებდნენ. საქართველოს ბანკთან ერთად,გამარჯვებულებს შორის არიან ისეთი საერთაშორისო ბანკები, როგორიცაა: Sberbank, Alfa-Bank, Tinkoff Bank, Evoca Bank, UniCredit Bulbank, OTP Bank და სხვ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g