LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესოდ დაასახელა

106

საქართველოს ბანკმა საერთაშორისო გამოცემის Global Finance-ის ჯილდოს მიღების შესახებ განაცხადა. Global Finance-მა მსოფლიოს მასშტაბით, საუკეთესო ბანკები გამოავლინა, საქართველოს ბანკი კი  2017 წლის საუკეთესო ბანკად დაასახელა – საქართველოში ფასიანი ქაღალდების მომსახურების კუთხით.

შეგახსენებთ, კაპიტალის ბაზრების შესახებ წამყვანი საერთაშორისო გამოცემა Global Finance 1987 წელს დაფუძნდა და მკითხველი 192 ქვეყანაში ჰყავს. ყოველწლიურად, Global Finance ასახელებს საუკეთესო ფინანსურ ინსტიტუტებს მსოფლიოს მასშტაბით. გამოცემის სათავო ოფისი მდებარეობს ნიუ იორკში, ოფისები კი ლონდონსა და მილანში აქვს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g