LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Global Finance-მა „თიბისი ბანკი“ 6 ნომინაციაში საუკეთესო ბანკად დაასახელა

70

საერთაშორისო გამოცემამ Global Finance-მ მსოფლიოში საუკეთესო ბანკებისა და ფინანსური ინსტიტუტების რეიტინგები გამოაქვეყნა (2017 World’s Best Digital Bank Award).

როგორც კომპანიაში აცხადებენ, „თიბისი ბანკმა“ მოიპოვა საქართველოში საუკეთესო ციფრული ბანკის წოდება, როგორც ფიზიკური პირებისათვის, ასევე ბიზნეს მომხმარებლებისთვის. ამასთან, საუკეთესო ონლაინ ბანკის წოდება „თიბისი ბანკმა“ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს შორის 4 კატეგორიაში მოიპოვა. „თიბისი ბანკი“ უკვე ზედიზედ მეექვსე წელია იღებს პრესტიჟულ საერთაშორისო ჯილდოებს Global Finance -ისგან.

„თიბისი ბანკმა“ ასევე აიღო ჯილდოები შემდეგ ნომინაციებში – საუკეთესო ინტეგრირებული ონლაინ მომსახურება ფიზიკური პირებისთვის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში; საუკეთესო საბანკო მობილური აპლიკაცია ბიზნესისთვის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში; საუკეთესო ინტეგრირებული ონლაინ მომსახურება ბიზნესისთვის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში; საუკეთესო ბანკი სოციალურ მედიაში ბიზნესისთვის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში;

„თიბისი ბანკის“ ინფორმაციით, საერთაშორისო კონკურსი, რომლის მიზანია მსოფლიოს მასშტაბით გამოავლინოს საუკეთესო ბანკები სხვადასხვა ნომინაციაში, ყოველწლიურად ტარდება. კონკურსი 2 ნაწილისგან შედგება, პირველ ეტაპზე ვლინდება ქვეყანაში და რეგიონში საუკეთესო ბანკები, ხოლო მეორე ეტაპზე მსოფლიო მასშტაბით საუკეთესოები.

გამარჯვებული ბანკები რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით შეირჩა, მათ შორის, მომხმარებლის მოზიდვისა და სერვისის სტრატეგია ციფრულ საბანკო მომსახურებაში, ონლაინ კლიენტების ზრდა, შეთავაზებული პროდუქტების ფართო არჩევანი, ვებგვერდის და მობილური აპლიკაციის დიზაინი და ფუნქციონალი.

„ჩვენ ციფრული საბანკო მომსახურების ეპოქაში ვცხოვრობთ. 2017 წლის გამარჯვებული ბანკები ნათლად წარმოაჩენენ თუ რა მნიშვნელობა აქვს მუდმივ ინოვაციებს პროდუქტებში, სისტემებსა და სერვისებში. კორპორაციული კლიენტები თუ ფიზიკური პირები ბანკებისგან ახალ, გარდამტეხ ცვლილებებს ელოდებიან და წლევანდელი გამარჯვებულები მუდმივად პასუხობენ მომხმარებლის მოლოდინებს“, – განაცხადა Global Finance-ის გამომცემელმა და დირექტორმა ჯოზეფ დ. გარაპუტომ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g