საგანმანათლებლო-ანალიტიკურმა ცენტრმა Globex Analytics-მა 20 მარტიდან დაიწყო ლექციების განახლებული კურსი, ორშაბათობითა და ხუთშაბათობით.
”ჩვენ გავითვალისწინეთ ჩვენი მსმენელის ყველა სურვილი. ამიტომაც, დროის დაზოგვის მიზნით, გავაერთიანეთ ლექციების ბაზური კურსი. ძველი კურსის სამი გაკვეთილიდან ჩვენ ავირჩიეთ ყველაზე სასარგებლო, პრაქტიკული ნაწილი, ყველაზე საჭირო იმისთვის, რომ გაიგოთ სავალუტო ბაზრის საფუძვლები.
ლექციაზე მოისმენთ:
– რა არის ფორექსის ბაზარი;
– რა უპირატესობას გვაძლევს ფორექსი სხვა სახის ინვესტირებასთან შედარებით;
– როგორ ხდება სავაჭრო პროცესი,რა სისტემები გამოიყენება ამისთვის;
– რა ახდენს გავლენას კოტირებაზე;
– როგორ არ გავუშვათ კონკრეტული ვალუტის ყიდვის და გაყიდვის მომენტი;
– რა უნდა იცოდეს დამწყებმა ტრეიდერმა, რომ არ დარჩეს ზარალში, რისკების მინიმიზირება;
– როგორია ვალუტის ქცევის ანალიზის მეთოდები;
– რა დაგვეხმარება რეალურად მაღალი შემოსავლის მიღებაში ბაზარზე;
მობრძანდით გაცნობით კურსზე და თვითონ გადაწყვიტეთ, ხართ თუ არა დაინტერესებული მუშაობით სავალუტო ბაზარზე და მოახდენთ თუ არა თქვენი სახსრების ინვესტირებას”,- აცხადებენ საგანმანათლებლო-ანალიტიკურ ცენტრში.
მათივე ცნობით, დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ, ორშაბათს და ხუთშაბათს 19:00 საათზე შემდეგ მისამართზე მივიდნენ: თავისუფლების მოედანი, GMT Plaza, მე-7 სართულზე.