LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“გმირობისა და გამბედაობისთვის” – ბუჩაში ომის დანაშაულში ბრალდებულ რუსულ ბრიგადას პუტინმა საპატიო წოდება მიანიჭა

82
Untitled design

რუს სამხედროებს, რომლებმაც უკრაინის ქალაქ ბუჩაში, მსოფლიოს შეფასებით, ომის საშინელი დანაშაულები ჩაიდინეს და მშვიდობიანი მოქალაქეები დახოცეს, რუსეთის პრეზიდენტმა საპატიო წოდება მიანიჭა.

“ისინი სასტიკად აწამეს” – ბუჩას მერი აცხადებს, რომ ქალაქში 403 მოქალაქის ცხედარია ნაპოვნი

სასტიკ ქმედებებში მონაწილე სამხედროები უკრაინის დაზვერვამ მომხდარის გასაჯაროებიდან მალევე ამხილა, ისინი რუსეთის 35-ე საჰაერო სადესანტო დივიზიის 64-ე ცალკეული მოტომსროლელი ბრიგადის სამხედროები არიან.

პუტინმა ისინი “გმირობისა და გამბედაობისთვის” დააჯილდოვა.

CNN-ის ინფორმაციით, 18 აპრილს ხელმოწერილი წერილით პუტინი ულოცავს ბრიგადას “დიდ გმირობას” და ანიჭებს საპატიო წოდებას “რუსეთის სუვერენიტეტის დაცვისთვის”.

“თქვენი ასეთი ყურადღება და გამორჩევა აღიარებს თქვენს განსაკუთრებულ დამსახურებას, დიდ გმირობას და გამბედაობას  სამშობლოსა და ეროვნული ინტერესების დაცვის საქმეში.

უკრაინაში სპეცოპერაციის დროს გონიერი და გაბედული ქმედებებით, ქვედანაყოფის პერსონალი მისაბაძი მაგალითი გახდა სამხედრო მოვალეობის, ვაჟკაცობის, თავდადებისა და პროფესიონალიზმის შესასრულებლად”, – აღნიშნულია წერილში.

შეგახსენებთ, უკრაინის ქალაქ ბუჩაში, რუსი სამხედროების მიერ ჩადენილი სისასტიკის შედეგად, 12 აპრილის მდგომარეობით, 403 მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარია ნაპოვნი.

ზელენსკი: ის, რაც ბუჩას გაუკეთეს, რუსი სამხედროებისთვის დამახასიათებელია, ყველაფერი უმოკლეს დროში აღდგება, უკრაინაში მშვიდობა ნამდვილად იქნება!

“რუსეთმა უკრაინაში გენოციდი მოაწყო” – ზელენსკი ბუჩაში ჩავიდა

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები