დღეს თბილისში გამართული რამდენიმე საპროტესტო მარში გმირთა მოედანზე გაერთიანდა. ამ დროისთვის საავტომობილო მოძრაობა გადაკეტილია კოსტავას გამზირისა და ვარაზისხევის მიმართულებით.
მარშის მონაწილეები გმირთა მოედანზე საქართველოსა და ევროკავშირის ჰიმნების ფონზე შეიკრიბნენ.
აქციის მონაწილეები აპირებენ საქართველოს ოკუპაციის დღიდან 104 წლისთავთან დაკავშირებით გმირთა მემორიალთან დამოუკიდებლობისთვის დაღუპული მამულიშვილების პატივის მიგებას.
ცნობილია, რომ როგორც ცნობილია, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მოქალაქეებს სიტყვით მიმართავს.