LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გოცირიძე ბახტაძის გადადგომაზე: ,,კი არ გადადექით, გადაგაყენეს”

110
a76863b

,,თქვენ კი არ გადადექით, გადაგაყენეს. როგორც არავინ გეკითხებოდათ დანიშვნას, ისე არავინ გეკითხებათ გადაყენებას’’ -ასე შეაფასა ,,ნაციონალური მოძრაობის’’ დეპუტატმა რომან გოცირიძემ მამუკა ბახტაძის მიერ პრემიერ-მინისტრის პოსტის დატოვება.

მისივე თქმით, ,,ბახტაძე ფორმალური პრემიერი იყო და ასე თოჯინებივით დაატარებენ ადამიანებს აქეთ–იქით”

“გავრილოვი დაგვასვეს პრემიერ მინისტრად, ის რაც ბოლო პერიოდში ხდება საფრთხეს უქმნის ქვეყნის სტაბილურობას და მიმართულია ერთი მიზნისკენ, რომ ნებისმიერი გზით და ხერხით ივანიშვილმა შეინარჩუნოს ხელისუფლება.

ამ მიზანს ემსახურება ფორმალური პრემიერ –მინისტრის გადაყენებაც და თუ ეს ჭორი მართალია გახარიას დანიშვნა პრემიერად” – აღნიშნა გოცირიძემ “ფორტუნასთან”.

მამუკა ბახტაძემ გადადგომის განცხადება ფეისბუკზე გამოაქვეყნა. 3 947-სიტყვიან გამოსამშვიდობებელ პოსტში ქართულ საზოგადოებას ის მთავარი პრინციპები წარუდგინა, რაც მისი თქმით, მთავრობის სამოქმედო გეგმა გახდა. ხუთ პრინციპზე დაყრდნობით, ბახტაძემ დეტალურად აღწერა თითოეული მიღწევისა და განხორციელების გზები, ასევე, შესრულებული ამოცანების შედეგები.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე მამუკა ბახტაძეს გიორგი გახარია შეცვლის, შს მინისტრის პოსტზე კი ირაკლი ღარიბაშვილი ბრუნდება.

ახალი პრემიერ-მინისტრის კანდიდატურა ხვალ დასახელდება. 3 სექტემბერს “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართება.

,,მოვიდა დაბუსტვით,მიდის დაუბუსტავად…’’ – ინტერნეტმომხმარებელთა რეაქციები ბახტაძის 3 947-სიტყვიან გამოსამშვიდობებელ პოსტზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g