ჟურნალისტი გოდერძი შარაშია პასკის ფასებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს.
შარაშია აღნიშნავს, რომ 130 ლარი პასკა არ უნდა ღირდეს იმ ქვეყანაში, სადაც ზოგიერთი ადამიანი აღდგომას პასკის გარეშე ხვდება.
გოდერძი შარაშია საქართველოში არსებულ ფასს, სხვა ქვეყნების ფასებს ადარებს.
„პასკა 130-150 ლარი-ხამები
მაგ: ესპანეთში საუკეთესო პიცა ერთი ნაჭერი 4 ევრო ღირს. თუ ორიდან ოთხ საათამდე მიხვალ 2 ევრო.
პარიზში საკმაოდ დიდი ფუნთუშა და ყავა სულ 6 ევრო ❤
ამერიკაში, მანჰეტენზე დიდი მაფინი და სტაბაქსი 6 დოლარი. ისრაელში პასკას მსგავსი კულიჩი 10-12 შეკელი ❤ და ასე უსასრულოდ
რა მოხდა ასეთი პასკა 130 ლარი რატომ ღირს ქვეყანაში, სადაც ძალიან ბევრი აღდგომას პასკის გარეშე შეხვდება.
მატრაკვეცობა და კუდი ყავარზე,“ – წერს გოდერძი შარაშია.