LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გოდერძი შარაშია პირველი შვილის გარდაცვალებაზე: „მეგონა, ბებია და მამა რომ გარდაიცვალნენ, ეს ყველაზე დიდი ტკივილი იყო, მაგრამ შვილის ტკივილმა ეს განცდა გააასმაგა, ყველაზე დიდი დარტყმა მომაყენა…“

612
გოდერძი შარაშია

„კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში ტელეჟურნალისტი გოდერძი შარაშია იხსენებს ტკივილიან დღეებს, როდესაც მას და მის მეუღლეს შვილი დაეღუპათ…

გოდერძი შარაშია:

„მე და ჩემი მეუღლე ამ თემაზე არ ვსაუბრობთ, პირველი შვილი გვყავს დაღუპული. ამ დროს მეგონა, ჩემთვის ყველაფერი დასრულდა. თუმცა, თურმე, წინ კიდევ მელოდა სიხარული – ჩვენი მეორე შვილის, ანდრიას სახით. გულში სულ მახსოვს ჩემი გოგო, მაგრამ არასდროს ვსაუბრობ ამ ტკივილზე. მეგონა, ბებია და მამა რომ გარდაიცვალნენ, ეს ყველაზე დიდი ტკივილი იყო, მაგრამ შვილის ტკივილმა ეს განცდა გააასმაგა, ყველაზე დიდი დარტყმა მომაყენა. ვერ ვხვდებოდი, ვცხოვრობდი თუ არა. ზოგადად, დრო არანაირად არ არის მკურნალი, ტკივილი არსად ქრება, მთელი ცხოვრება გულით დამაქვს და სულ მახსოვს. ტკივილი არ ნელდება, გულიდან ვერაფრით ამოშლი, ამ ტკივილის განეიტრალებას იმით ცდილობ, რომ საუბარს არიდებ თავს. ამ პირადი ტკივილის გადალახვაში ის დამეხმარა, რომ გარდაცვლილ შვილზე არ ვსაუბრობდით. სხვათა შორის, იცით, როდის გამიმძაფრდა ტკივილის განცდა? როცა, ჩემმა ანდრიამ გვითხრა: ისეთი განცდა მაქვს, პირველი შვილი არ ვარო. 15 წლის ასაკში ვუთხარით სიმართლე, მანამდე ვუმალავდით, რომ ის ტკივილი, რასაც მე და ცირა განვიცდიდით, მისთვის აგვერიდებინა. გვიწევს ადამიანებს რთული მომენტების გადატანა, დრო მიდის, დავიწყება კი შეუძლებელია. ძალიან მინდა ხოლმე, ის ადამიანები დამესიზმრონ, ვინც მიყვარდა და აღარ არიან, მაგრამ სამწუხაროდ, იშვიათად მესიზმრებიან და ძირითადად, ვერც ვიმახსოვრებ სიზმარს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g