LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გოდერძის უღელტეხილზე ალპური ბოტანიკური ბაღი მოეწყობა

240

აჭარაში,გოდერძის უღელტეხილზე, ზღვის დონიდან 2000 მეტრ სიმაღლეზე , ალპური ბოტანიკური ბაღი მოეწყობა. საქართველოში ანალოგიური ბაღი პირველი იქნება და მასში თავს მოიყრის ალპური ზონისთვის დამახასიათებელი როგორც ადგილობრივი, ასევე დედამიწის სხვადასხვა წერტილში მზარდი იშვიათი ჯიშის მცენარეები.

ალპურ ბაღს ბათუმის ბოტანიკური ბაღი საერთაშორისო არაკომერციული ორგანიზაცია „მერსი ქორფსი“-სა და შვეიცარიის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით მოაწყობს.

ალპური ბაღი დაახლოებით 10 ჰექტარს დაიკავებს. ბაღი გაშენდება კურორტ ბეშუმთან დამაკავშირებელი ცენტრალური გზის ჩრდილო-აღმოსავლეთით, გოდერძის უღელტეხილის მიმდებარედ.

„ზეკარის ადგილობრივი ბოტანიკური ბაღი“ ასე დაერქვა ახალ ბაღს და იგი უკვე აისახა აჭარის სივრცითი მოწყობის სქემაში.

ალპური ბოტანიკური ბაღი ერთ წელიწადში გაიხსნება და იქ თავმოყრილი კოლექცია განკუთვნილი იქნება არა მარტო ტურისტული, არამედ სამეცნიერო-კვლევითი მიზნებისთვის. მისი დანიშნულება იქნება ასევე, იშვიათი, გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფი ჯიშების შენარჩუნება და კონსერვაცია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g