LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გოდერძის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

V- UAMINDOBA XULO.mpg_20171125_132406.947

გოდერძის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.  რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, თოვის და ძლიერი ქარბუქის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი (ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის კმ106-კმ123 (გოდერძის უღელტეხილი) მონაკვეთზე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

მათივე ინფორმაციით, ამავე გზის კმ95-კმ106 მონაკვეთზე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით, ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა კი თავისუფალია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები