გოდერძის უღელტეხილზე, გზის სავალი ნაწილიდან ავტომობილი ხევში გადავარდა. გარდაცვლილია ერთი პირი. ინფორმაცია “ფორტუნას” შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
შემთხვევა წუხელ მოხდა.
“TV25”- ის ინფორმაციით, მანქანაში უცხო ქვეყნის სამი მოქალაქე იმყოფებოდა, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.