LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გოგა ბარბაქაძე: “სხვათა შორის, რობიკო რუსეთში ისეთ ხალხთან ჩადის, ვინც საქართველოდან ჯარის გასვლას მოაწერა ხელი”

338
gogoa-barbaqadze

რუსეთში მსოფლიო ჩემპიონატი რომ ჩატარდა ფეხბურთში და გაემარჯვა საქართველოს ეროვნულ ნაკრებს, არ უნდა წასულიყო?,- ასე ეხმაურება მსახიობი გოგა ბარბაქაძე რობერტ სტურუას ხელმძღვალოებით, რუსთაველის თეატრის დასის მოსკოვში გამგზავრებას.

“ხომ ითამაშეს ბიჭებმა და ვჩალიჩობდით, რომ გავსულიყავით, სამწუხაროდ მოხდა რომ ვერ გავედით მსოფლიო ჩემპიონატზე. გარკვეულ უხერხულობას არ შექმნიდა საქართველოს ნაკრები რომ წასულიყო? ისიც ფესტივალია და შეიძლება თქვენთვის არ არის მნიშვნელოვანი, ანალოგიურად მნიშვნელოვანია ზუსტად, როგორც მსოფლიო ჩემპიონატი, ისე ჩეხოვის ფესტივალი.

ბატონი რობიკოს სტატუსებს არ კითხულობთ რუსეთთან დაკავშირებით რაებს წერს? იმას რატომ არ აქვეყნებთ? რუსეთი რომ ოკუპანტია, რობიკო მაგას მთელი თავისი ცხოვრება იძახის, იმას რატომ არ აქვეყნებს? სხვათა შორის, რობიკო რუსეთში ისეთ ხალხთან ჩადის, ვინც მოაწერა ხელი, რომ რუსეთის ჯარი გასულიყო [საქართველოდან], რომ იცოდეთ…”- განუცხადა ბარბაქაძემ “ფორმულას”.

ცნობისთვის, სახელმწიფო თეატრი ჩეხოვის ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას, სპექტაკლები 30 ივნისს, 1 და 2 ივლისს გაიმართება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g