ფოტოხელოვანი გოგა ჩანადირი ინიციატივით გამოდის, ქვეყანაში სამუშაო გრაფიკი შეიცვალოს და ევროპული ქვეყნების უმეტესობაში მოქმედ სტანდარტებს დაუახლოვდეს.
ამის შესახებ ჩანადირი სოციალურ ქსელში წერს და აღნიშნავს:
„დილის 7 საათია და თითქმის მთელ დედაქალაქს სძინავს. არადა, ეს ზაარბრიუკენის მოედანია და დღისით როგორი გადატვირთულია.
ქვეყანა ასაშენებელია და ყველაზე მნიშვნელოვან დროს არ ვიყენებთ. იქნებ სჯობს, როგორც არაერთ განვითარებულ სახელმწიფოშია, ჩვენთანაც დილის 8-ზე დაიწყოს სამუშაო და 4-ზე მორჩეს.
ასე ქვეყნის დრო გრჩება პირადი საქმისთვის. ამ სამუშაო რეჟიმით გაცილებით ნაყოფიერია შრომაც და დასვენებაც.
აბა, ის სჯობს, 6-7 სთზე რომ ამთავრებ მუშაობას და მერე არაფრისთვის აღარ გრჩება დრო და არც რაიმეს თავი გაქვს?“ – წერს გოგა ჩანადირი.
დილის 7 საათია და თითქმის მთელ დედაქალაქს სძინავს. არადა, ეს ზაარბრიუკენის მოედანია და დღისით როგორი…
Posted by გოგა ჩანადირი on Tuesday 3 September 2024