LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გოგა ჩანადირი: „ტრაგედია ან ახლობლის გარდაცვალება ხშირად გაფიქრებინებს, რომ არავითარი აზრი არ აქვს გადამეტებულ შემგროვებლობას, მიმტაცებლობას, ტყუილს, საკუთარი თავის ყველაზე წინ დაყენებას – ეს ცხოვრება მართლა წუთია… არავინ ვიცით, ხვალ როგორი დღე გაგვითენდება“

223
გოგა ჩანადირი

„ტრაგედია ან ახლობლის გარდაცვალება ხშირად გაფიქრებინებს, რომ არავითარი აზრი არ აქვს გადამეტებულ შემგროვებლობას, მიმტაცებლობას, ტყუილს, საკუთარი თავის ყველაზე წინ დაყენებას“, – წერს სოციალურ ქსელში ფოტოხელოვანი გოგა ჩანადირი და საზოგადოებას ამ თემაზე საკუთარ მოსაზრებას უზიარებს:

„არავინ ვიცით, ხვალ რა დღე გაგვითენდება.

შეიძლება, დასასვენებლად წახვიდე და უბედურებად გექცეს.

ტრაგედია ან ახლობლის გარდაცვალება ხშირად გაფიქრებინებს, რომ არავითარი აზრი არ აქვს გადამეტებულ შემგროვებლობას, მიმტაცებლობას, ტყუილს, საკუთარი თავის ყველაზე წინ დაყენებას.

კაბინეტ-სავარძელსაც არ აქვს ფასი და ტყუილად იკლავენ თავს ამისთვის.

ეს ყველაფერი ამაოა. იქ არავის არაფერი მიაქვს.

ეს ცხოვრება მართლა წუთია.

ოღონდ, მის მიმართ ჩვენეული, უფრო პირადული გაგება გვაქვს. გვინდა, რომ ყველაფერი მოვასწროთ. ლამის, ამ წუთსაც გავასწროთ. არადა, ეს წუთი არა მოსასწრებად, არამედ ღირსეულად ცხოვრებისთვის არის ჩართული.

არავინ ვიცით, ხვალ როგორი დღე გაგვითენდება. ამიტომ, ვიცხოვროთ ისე, რომ სანანებელ-გასაბრაზებელი არ გვქონდეს. უბრალოდ, არ დავკარგოთ ადამიანის სახე.“ – წერს გოგა ჩანადირი.

არავინ ვიცით, ხვალ რა დღე გაგვითენდება. შეიძლება, დასასვენებლად წახვიდე და უბედურებად გექცეს. ტრაგედია ან ახლობლის…

Posted by გოგა ჩანადირი on Thursday 8 August 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g