LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გოგა ჩანადირი: თურქებს არ ეთაკილებათ საკუთარ ენაზე გზებზე დაწერა – ჩვენ მხოლოდ სახელმწიფო ენის უგულებელყოფა გამოგვდის კარგად

347
Untitled design (5)

ცნობილი ფოტოგრაფი და სამოქალაქო აქტივისტი გოგა ჩანადირი სოციალურ ქსელში თურქეთში გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს, რომლებზეც ჩანს, რომ საგზაო ნიშნებზე, ასევე გზებზე წარწერები თურქულად არის გაკეთებული.

როგორც ჩანადირი წერს, „ქვეყანას, რომელსაც წელიწადში 60 მილიონი ტურისტი სტუმრობს, არ ეთაკილებათ საკუთარ ენაზე გზებზე დაწერა“.

„მაგალითად, თურქებს, რომლებსაც საკმაოდ ტურისტული ქვეყანა აქვთ 60 მილიონი ჩამომსვლელით წელიწადში, არ ეთაკილებათ საკუთარ ენაზე გზებზე დაწერა. ჩვენ მხოლოდ სხვა ენაზე დაწერა და სახელმწიფო ენის უგულებელყოფა გამოგვდის კარგად. იყოს სხვა ენაზე შესრულებული წარწერები, მაგრამ ქართულად აუცილებლად უნდა ეწეროს“, – წერს გოგა ჩანადირი.
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g