ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილის დაჭრის ბრალდებით ექპრემიერ ზურაბ ჟვანიას შვილი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 2 აგვისტოს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1998 წელს დაბადებულ ლ.თ.-ს, მისსავე საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ცივი იარაღით სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ოპერაცია ჩაუტარდა.
"ჯერ კიდევ არ ვიცით გადარჩება თუ არა"- თბილისში გოგი თოფაძის შვილიშვილი დაჭრეს
"ფორტუნა" დამატებითი ინფორმაციის მიღებას შინაგან საქმეთა სამინისტროში ცდილობს და მას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.
სამართალდამცველებმა ბ.ჟ. მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“,- აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, რომ გოგი თოფაძის შვილიშვილი დღეს, 2 აგვისტოს დაჭრეს. ფაქტი თავად თოფაძემაც დაადასტურა.