თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ინფექციონისტის, ალექსანდრე გოგინავას განცხადებით, ერთი, რაც თანდათან მტკიცდება, არის ის, რომ „ომიკრონს“ მსუბუქი კლინიკური მიმდინარეობა ახასიათებს, რაც ძალიან კარგია.
„ჩვენ პრევენციული ღონისძიებები მაინც უნდა გავატაროთ, რადგან რისკჯგუფების წარმომადგენლები შესაძლოა „ომიკრონით“ ინფიცირების შემთხვევაშიც დამძიმდნენ. ამის პრევენცია უნდა მოხდეს ვაქცინაციის გზით“, – აცხადებს გოგინავა.
Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 3 567 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.