LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გოგირდის აბანოები ვანში – „დარწმუნებული ვარ, ბევრმა არ იცით…“

17640
gogirdi

ბლოგერი ზურა გელაშვილი აზიარებს ფოტომასალას, რომელიც ვანში აქვს გადაღებული, სადაც გოგირდის აბანოებში ნებივრობა ნებისმიერ თქვენგანს შეუძლია. როგორც ბლოგერი წერს, საქართველოს ბუნებით მუდამ გაკვირვებულია, რადგან ბევრია ასეთი ლამაზი ადგილი.

გთავაზობთ მის მიერ გადაღებულ ფოტოებს და პოსტს ამ თემაზე:

„რაც არ უნდა ვნახო საქართველოს ბუნება მაინც ყოველთვის გაკვირვებულს მტოვებს…

ეს საოცრება მდებარეობს ვანში, სანამ ვანში შეხვალთ მანამდე არის გადასახვევი და გზიდან დაახლოებით 300 მეტრში არის ვანის გოგირდის აბანოები…

ველოსიპედებით თუ წახვალთ, გზად ძალიან მაგარ ადგილებს ნახავთ, უკანა გზაზე თუ მდინარეს გადმოლახავთ, ორმაგი სიამოვნება გელით წინ…

ისლანდია შეიძლება არ ვართ, მაგრამ უამრავი გოგორდის აბანო გვაქვს… ეს კი ერთ-ერთი არის, რომელიც მივიწყებულია და დარწმუნებული ვარ, ბევრმა არ იცით…

რამდენად სასიამოვნოა ცხელ წყალში ნებივრობა, ეგ თავად განიცადეთ… აუცილებლად ესტუმრეთ და გარშემო დანაგვიანებული თუ იქნება, ეცადეთ მიალაგოთ. ჩვენ რაც შევძელით მივალაგეთ, მაგრამ მეტი ყურადღება სჭირდება და გაფრთხილება“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g