„ქართული ოცნების“ ყოფილ აქტივისტს, გოგიტა დალაქიშვილს, ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს. პროცესს დალაქიშვილის ადვოკატი დაესწრო. გოგიტა დალაქიშვილს ბრალი კერძო კომუნიკაციის ჩანაწერის უკანონოდ გამოყენების მუხლით წარუდგინეს.
დალაქიშვილის ადვოკატის, ირმა ჭკადუას თქმით, მას უკვე გადასცეს საქმის მასალები, მათ შორის, აუდიო- და ვიდეოჩანაწერები. ირმა ჭკადუა საქმის დეტალებზე ვერ საუბრობს, რადგან მას გაუთქმელობის შესახებ ხელწერილი დააწერინეს.
ჭკადუას თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი საკუთარ პოზიციას სასამართლოზე აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების განხილვის დროს დააფიქსირებს.
შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა დალაქიშვილი იმ დროს დააკავეს, როდესაც დამკვეთისგან უკანონოდ ჩაწერილი პირადი საუბრების საფასურს იღებდა.