ჟურნალისტი თამუნა მუსერიძე HBO max – ზე „მოპარული ბავშვების“ წინასაპრემიერო ჩვენებიდან კადრებს აზიარებს.
წინასაპრემიერო ჩვენებაზე თამუნა მეუღლესთან, სანდრო მიკუჩაძესთან ერთად იმყოფებოდა.
„გოგო, რომელმაც საკუთარი ტკივილი ძალად და წარმატებად აქცია“, – წერენ ვიდეოს კომენტარებში.
როგორც ცნობილია, HBO max -მა თამუნა მუსერიძეზე და საქართველოში დაკარგულ ბავშვებზე ფილმი გადაიღო.
წინასაპრემიერო ჩვენება 5 დეკემბერს ვარშავაში გაიმართა.
12 დეკემბერს კი HBO max-ზე ფილმის პრემიერა გაიმართება.
ცნობისთვის, დოკუმენტური ფილმი ქართველი ჟურნალისტის, არასამთავრობო ორგანიზაცია „ვეძებ“ დამფუძნებლის, თამუნა მუსერიძის მიერ ჩატარებულ გამოძიებას და აღნიშნული არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გამოკვლეული წარსულში მომხდარი, მოპარული ბავშვების რეალურ ისტორიებს ეფუძნება
